საქართველოს რკინიგზა HUB GEORGIA-ს ბრალდებებს უარყოფს

საქართველოს რკინიგზაში HUB GEORGIA-ს ბრალდებებს უარყოფენ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ მონოპოლიზაციის დრო დასრულდა და ეს სისტემა ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე ჩამოიშალა. ”მას შემდეგ, რაც GEORGIA TRANSIT და “„ჯიარ ტრანზიტ ლაინი“ საქართველოს რკინიგზის მფობელობაში გადმოვიდა, მონოპოლია დასრულდა. აქედან შემოსული თანხები მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის, განსხვავებით იმ დროისგან, როდესაც ეს თანხები ოფშორულ ზონებში არსებულ ანგარიშებზე მიედინებოდა. საქართველოს რკინიგზამ და ამ კომპანიებმა ყოფილი ხელისფულებისდროინდელი სქემის დაშლის შემდეგ შემოსავლის სახით 693 მილიონ 771 ათასი ლარი მიიღეს”, - აცხადებს დაჩი ცაგურია.

მისი თქმით, სომხეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვის ტარიფი ყველა კომპანიისთვის ერთია და იგი 1 ტონაზე თითქმის 93 დოლარს შეადგენს.

”მას შემდეგ რაც სომხეთი საბაჟო კავშირის წევრი გახდა, ამ მიმართულებით ტვირთის გადაზიდვის ტარიფი ყველა წევრი ქვეყნისთვის, 1 ტონაზე 93 დოლარია. ვინც ამ კავშირის წევრი არ არის, მათთვის ტარიფი უფრო დიდია და მათ ტვირთის გადაზიდვაც აღარ უღირთ”, - ამბობს დაჩი ცაგურია.

HUB GEORGIA საქართველოს რკინიგზას კომპანიებთან - „როსნეფტი“ და „ფლეში“ მონოპოლიური სისტემის შექმნასა და სარკინიგზო გადაზიდვების კუთხით კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. როგორც HUB GEORGIA-ში აცხადებენ, მათ საკითხის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აცნობეს, თუმცა უწყებიდან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.