საახალწლოდ საქართველოს ცნობილი სასტუმრო კომპლექსები მომხმარებელს სხვადასხვა პროგრამას სთავაზობენ. თუმცა, თბილისის გარეთ მდებარე ძვირადღირებულ სასტუმროებში ახალი წლის გატარება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
ლოპოტა
კახეთში მდებარე „ლოპოტა სპა რეზორტს“ ახალი წლისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. “ლოპოტას” საახალწლო პროგრამა 3 ღამეს მოიცავს და ტური ორ ადამიანზე 980 დოლარი ღირს.
საახალწლო პროგრამა 31 დეკემბრის საღამოს დაიწყება და 2 იანვრამდე გასტანს, რომელიც ასევე ითვალისწინებს ბავშვებისთვის სპეციალურ გასართობებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს.
ყაზბეგი „რუმსი“
ყაზბეგში მდებარე სასტუმრო „რუმსს“ ახალი წელს სპეციალური ფასები აქვს დაწესებული. რუმსში ახალი წლის გატარება ორ ადამიანზე 649 დოლარი ჯდება. თუმცა ადგილობრივ სტუმრებზე 40%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ფასები განსხვავებულია ოთახების მიხედვით, „გერგეტზე“ ხედით ოთახის აღების შემთხვევაში, უცხოელი ტურისტებისთვის ფასი 767 დოლარია, ხოლო ქართველ სტუმრებზე 460 დოლარი. შეთავაზებაში შედის - ოთახი ორ ადამიანზე, საახალწლო ვახშამი, ნინო ქათამაძის კონცერტი, დიჯეი სეტი და დილის საუზმე.
როიალ ბატონი
კახეთში მდებარე სასტუმრო „როაიალ ბატონს“ ახალი წლისთვის სპეციალური პროგრამა აქვს შემუშავებული. ორდღიანი პროგრამის ღირებულება ორ ადამიანზე 1350 ლარი ღირს. სამდღიანი პროგრამის ფასი კი ორ ადამიანზე - 1650 ლარია. პროგრამაში შედის კვების სრული პაკეტი, მათ შორის გალა ვახშამი, საახალწლო გასართობი პროგრამა ცოცხალი მუსიკითა და საცეკვაო პროგრამით.
მარკო პოლო
გუდაურში მდებარე სასტუმრო „მარკო პოლოში“ შეხვედრა ორ პერსონაზე 250 დოლარი დაგიჯდებათ. შეთავაზებაში შედის გალა კონცერტი, ორკაციანი ნომერი და ერთჯერადი კვება.
ყვარლის ედემი
„ყვარლის ედემი“ თავის სტუმრებს ახალი წლისთვის ორდღიან პროგრამას სთავაზობს, რომლის ფასი ორ ადამიანზე 1100 ლარია. საახალწლო ვახშამი 31 დეკემბერს 11 საათზე დაიწყება და სტუმრების წინაშე წარსდგებიან აჩიკო ნიჟარაძე, ჯგუფი Soundrift ცოცხალი შესრულებით. საღამოს კი Dj Misha G განაგრძობს. გარდა ამისა, გათამაშდება მთავარი პრიზი - საგზური ორ ადამიანზე მილანში.
მგზავრები
ბაკურიანში მდებარე „მგზავრები“ ახალ წელს საახალწლო კონცერტით ხვდება, მასზე მოხვედრა კი ერთ ადამიანს 140 ლარი დაუჯდება. 3-კაციანი სასტუმროს ნომერი კი 115 დოლარი ღირს.
ლიკა ამირაშვილი