2015 წელს Google-მა გადასახადებიდან 15,5 მილიარდი დოლარი დამალა

კომპანია Google-მა 2015 წელს გადასახადებიდან 15,5 მილიარდი დოლარი დამალა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იუწყება, „გუგლის“ შვილობილ კომპანია Google Netherlands Holdings-ის საანგარიშო დოკუმენტზე დაყრდნობით. 

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, კომპანიის ირლანდიის განყოფილებაში მიღებული შემოსავალი „გუგლს“ ბერმუდის კუნძულებზე განთავსებულ, თუმცა ირლანდიაში რეგისტრირებულ Google Ireland Holdings-ის ანგარიშზე გადაჰქონდა. კომპანიები, რომლებიც ბერმუდის კუნძულებზე არიან განთავსებული, მოგების გადასახადს არ იხდიან.

მსგავსი სქემა, რომელსაც შეარქვეს „ორმაგი ირლანდიური, ჰოლანდიური სენდვიჩით“, იძლევა საშუალებას, თავი აარიდო ამერიკული და ევროპული გადასახადების უმეტესობას. მაგალითად Google-ის საგადასახადო მაჩვენებელი ამერიკის ფარგლებს გარეთ ამ სქემის წყალობით მხოლოდ 6%-ია.

„ბლუმბერგის“ ცნობით, 2015 წელს ირლანდიის მთავრობამ ამ „ხვრელის“ ამოვსება შეძლო და ფაქტობრივად დახურა სქემისადმი წვდომა, თუმცა იმ კომპანიებში, რომლებმაც ეს სქემა უკვე გამოიყენეს, დაუშვეს მსგავსი ოპერაციების განხორციელება 2020 წლამდე.

კოკა კვირკველია