ახალი წლიდან მერია შარდენის ქუჩაზე საკვები ობიექტების გარეთ არსებული მაგიდების (კონსტრუქციების) დემონტაჟის დაწყებას გეგმავს.
როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ჯაყელი განმარტავს, დემონტაჟის შესახებ დადგენილება მხოლოდ იმ საკვებ ობიექტებზე გავრცელდება, რომელთაც ტერიტორიის გარეთ კონტრუქციების არსებობის შესახებ მერიისგან ნებართვა არ ექნებათ.
„საკვებ ობიექტებს, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში, ტურისტული მარშრუტების ტერიტორიებზე მდებარეობს, უკვე დაევალათ გარეთ განლაგებული კონსტრუქციების (მაგიდების, სკამების) დემონტაჟი ან მერიის არქიტექტურის სამსახურიდან შესაბამისი ნებართვის აღება. მათ ამისთვის 1 თვიანი ვადა მივეცით. იმ შემთხვევაში კი, თუ აღნიშნულს არ გამოასწორებენ, მერიის ზედამხედველობის სამსახური სავარაუდოდ, ახალი წლების მერე თბილისის ტერიტორიაზე განთავსებული უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟის შესახებ დადგენილებას მიიღებს,“ - აღნიშნა ჯაყელმა.