”მოთხილამურე პატრული” შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი პროექტია , -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუდაურში, ახალი საბაგიროს გახსნაზე განაცხადა.
კვირიკაშვილის შეფასებით, ეს პროექტი საჭიროა, რათა მთის კურორტებზე უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი.
”თქვენ ხედავთ მშვენივრად აღჭურვილ ”მოთხილამურე პატრულს”, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი პროექტია. ეს არის ის წესრიგი, რომელიც საჭიროა მთის კურორტებზე იმისთვის, რომ არავინ დაზიანდეს და მართლწესრიგი იქნას უზრუნველყოფილი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
წელს საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას, შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად, „მოთხილამურე პატრული“ დაიცავს.