თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საფერავის ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინო გადაეცემათ.
ინიციატივა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ეკუთვნის. აქცია 20 დეკემბერს დაიწყო და როგორც სააგენტოდან იუწყებიან, კამპანიის ფარგლებში ჯამში ახალ წლის დღეებში 60 000 ბოთლი ღვინო დარიგდება, რომლის ეტიკეტზეც ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით საქართველოს მიღწევებზე მთავარი გზავნილებია დატანილი.
აღნიშნული კამპანია უკვე მეხუთედ ხორციელდება.