ჩვენ გვექნება ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია იქნება პრიორიტეტულად კადრების შემცირების მიმართულებით , - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა ”პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა.
მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ოპტიმიზაციას შემცირებების გარეშე შეძლებენ.
”ჩვენ გვექნება ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია იქნება პრიორიტეტულად კადრების შემცირების მიმართულებით. ბიუჯეტის ოპტიმიზაცია არ ნიშნავს კადრების შემცირებას. ყოველთვის ვუფრთხილდებოდით სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, ისედაც ვცდილობდით, რომ ეკონომიურად დაგვეხარჯა, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შევძლებთ ოპტიმიზაციას ისე, რომ მტკივნეული გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, ვგულისხმობ საჯარო სამსახურებში შემცირებებს”, - განაცხადა კახა კახიშვილმა.