თბილისის მოსახლეობის 84% ახალ წელს სახლში ხვდება

10-დან 8 თბილისის მაცხოვრებელი - გამოკითხულთა 84% ახალ წელს სახლში ხვდება. ასეთია ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის „ეისითის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

მათივე ცნობით, ახალი წლის ღამეს სტუმრად წასვლას თბილისელების მხოლოდ 7% აპირებს, გამოკითხულთა უმრავლესობა 81% კი ახალი წლის ღამის გატარებას სახლში გეგმავს.

გამოკითხულთა მხოლოდ 2% აპირებს, რომ ახალი წელს რესტორანში შეხვდეს, ხოლო 1% ბაკურიანში ან გუდაურში მიდის დღესასწაულის აღსანიშნავად. 6%-ს კი ჯერ არ გადაუწყვეტია სად შეხვდება 2017 წელს.

ხოლო იმ თბილისელების 91%, ვინც საახალწლოდ სახლში დარჩენას გეგმავს, 31 დეკემბრის ღამეს ტელევიზორის ყურებას აპირებს.

გამოკითხვა, მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრული თბილისის მოსახლე გამოიკითხა.

bpn