2016 წლის ყველაზე გემოვნებიანი სახლები

სოციალური ქსელებსა და ჟურნალების გვერდებზე აქტიურად ვრცელდებოდა 2016 წლის ყველა ტრენდული, პოპულარული და გავრცელებული საცხოვრებლის ტიპები. 1. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მომხიბვლელი სახლის ინტერიერი ლიბანურ სტილშია გადაწყვეტილი. მისი მდიდრული და კლასიკური ელფერი ბეირუთის არქიტექტურის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს.

2. ძველ იტალიურ სტილში გადაწყვეტილი აბაზანა, რომელსაც აბრეშუმის ფარდები ახლავს.

3. ნათელ ფერებში გადაწყვეტილი ვერანდა, სიძველის ელფერით, რომელიც სიდნეიში დიდი პოპულარობით სადგებლობს.

4. შარლოტ ლინგარდის სახლი, რომელიც დიზაინერმა საკუთარი ხელით მოაწყო. მან გადაწყვიტა, თავი ბუნების ნაწილად ეგრძნო და ინტერიერი შესაბამისადაც გააფორმა. მიუხედავად თეთრი ფერისა და მინებისა, სახლი მყუდროა.

5. იტალიელი არქიტექტორისა და სკულპტორის, ვინჩენცო დე კოტისის სტილში გადაწყვეტილი სახლი მეტალის ნაკეთობებითა და თეთრი კედლებით.

6. ეს სკანდინავიური სახლი მინიმალიზმსა და ელეგანტურობას ნათლად წარმოაჩენს, რაც 2016 წელს ძალიან პოპულარულია.

7. ამ სახლში გაერთიანებულია ძველი და ახალი სტილი. იგი ბუნების შტრიხებით, მაღალი ჭერითა და კლასიკური ნივთებითაა გადაწყვეტილი, რაც ელეგანტურ და მშვიდ გარემოს ქმნის.

8. სასადილო ოთახებში, ძირითადად, მინის კედელი და ნათელი ფერებია პოპულარული.

9. სახლი ნიუ იორკში, რომელიც საგანძურის სამალავს მოგაგონებთ.

10. სახლი პარიზში, რომელშიც ანტიკვარული და თანამედროვე ნივთები, ხელოვნების ნიმუშებთანაა გაერთიანებული.

როგორც ჩანს, გასულ წელს ძველი, ანტიკური სტილი და მინიმალისტური ფერები იყო პოპულარული.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო ALLNEWS.GE