მობილური ტელეფონი, რომელიც 151 000 დოლარი ღირს

რა ვაჩუქოთ ადამიანს, რომელიც ყველაფერს ფლობს? წელს მათთვის ყველაზე კარგი არჩევანი ოქროს iPhone 7-ია , რომლის უკანა მხარესაც დონალ ტრამპის გამოსახულება და ბრილიანტებით მოჭედილი Apple-ის ნიშანია. ტელეფონის ღირებულება 151 000$-ია და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან აქ განსაკუთრებით მდიდარი ხალხი ცხოვრობს.

"არსებობენ ისეთი სიმდიდრის მქონე ადამიანები, რომელთათვისაც საჩუქრის შერჩევა რთულია," - განმარტავს ფრენკ ფერნანდო, კომპანია Goldgenie-ს მენეჯერი, რომლის დახმარებითაც ტელეფონების რეალიზაცია ხდება.

ტრამპის გამოსახულებიანი iPhone-ის პირველი მოდელი უკვე გაიყიდა. კომპანიას კიდევ ცხრა ახალი შეკვეთა აქვს.

წყარო ALLNEWS.GE