„დედაენის ბაღში“ ხვალ საახალწლო ქალაქი გაიხსნება

„დედაენის ბაღში“ ხვალ საახალწლო ქალაქი გაიხსნება. როგორც „ინტერპრსნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საახალწლო ქალაქი ვახტანგ კახიძის კონცერტით - ”საშობაო ზღაპარი”, გაიხსნება, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად დაესწრება.

პარალელურად საახალწლო ღონისძიებები მოეწყობა განახლებულ აღმაშენებელზეც, სადაც 19:00 საათზე, ”ახალ ტფილისში” ბექა გოჩიაშვილის კონცერტი გაიმართება.

საახალწლო ღონისძიებები „დედაენის ბაღსა“ და „ახალ ტფილისში“ ხვალიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს. 9 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიება გაიმართება.

საახალწლო გალა-კონცერტი კი ტრადიციულად 31 დეკემბრის ღამეს, ვარდების მოედანზე გაიმართება.