მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი გასაყიდად გამოიტანეს

ლურჯი სუპერქარი Ferrari 250 GTO, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილად ითვლება, გასაყიდად გამოიტანეს.

Ferrari 250 GTO FIA GT-ის ჩემპიონატისთვის შეიქმნა. მოდელის სახელწოდება ძალიან მარტივად იხსნება: 250 - ერთი ცილინდრის მოცულობაა კუბურ სანტიმეტრებში (სულ 12 ცილინდრი აქვს), GTO კი - Gran Turismo Omologata, რაც ”GT-ს რბოლებზე დაშვებულს” ნიშნავს.

1962 და 1963 წლებში 36 ასეთი ავტომობილი გამოუშვეს, ხოლო 1964-ში - კიდევ სამი.

მათგან 33-ის ადგილმდებარეობა ამჟამად ცნობილია.

ეგზემპლარი, რომელიც გასაყიდადაა გამოტანილი, გამოშვებულთა შორის მეორეა და პირველი, რომელიც რბოლაში მონაწილეობდა.

1962 წელს გამოშვების დღიდან ავტომობილმა 8 მფლობელი გამოიცვალა. მას გარკვეული ”ტუნინგი” ჩაუტარდა: მოხვევის ციმციმები ფრთებზე გადატანილი, ხოლო წინა სამუხრუჭე დისკებზე ჰაერის გადანაწილების სისტემაა დამატებული.

ახლა ლურჯი ფერარი ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ ასკოტის სადილერო ცენტრ Talacrest-ში დგას და 56 მილიონ აშშ დოლარად იყიდება.