ჩინურმა კომპანია Ulefone-მა წარმოადგინა სმარტფონი Ulefone Gemini Pro, რომელიც შესაძლოა iPhone 7 Plus-ის კატეგორიის ყველაზე იაფი წარმომადგენელი გახდეს.
მოწყობილობის მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ მისი შექმნისას ორი თანამედროვე სმარტფონის, iPhone 7 Plus და iPhone 6s-ის დიზაინს ეყრდნობოდნენ.
რაც შეეხება სმარტფონის მახასიათებლებს, ამჟამად მხოლოდ მათი ნაწილია ცნობილი: სმარტფონი ათბირთვიანი პროცესორის MediaTek Helio X27-ის ბაზაზეა შექმნილი, 4-გიგაბაიტიანი ოპერატიული და 128-გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებით.
სმარტფონს 13-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა და ასეთივე ფრონტალური კამერა ექნება.
Ulefone Gemini Pro-ს ეკრანის დიაგონალი 5,5 ინჩი იქნება. სმარტფონი ასევე თითის ანაბეჭდების სკანერითა და სწრაფი დატენვის ფუნქციით იქნება აღჭურვილი. ბაზარზე Ulefone Gemini Pro ოპერაციული სისტემა Android 7.0-ით შემოვა.
Ulefone Gemini Pro-ს ფასი 200 აშშ დოლარამდე იქნება.