კრედოს სტუდენტური სესხით „ფრიადი“ სწავლის დაფინანსება ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია

23 დეკემბერს „ფაბრიკაში“ კრედოს ორგანიზებით სტუდენტური ღონისძიება ჩატარდა.კომპანიამ სტუდენტური სესხი „ფრიადი“ წარადგინა. პრეზენტაციის შემდეგ სემინარის მონაწილეებმა მოისმინეს ანდრო დგებუაძის ლექცია თემაზე „კულტურა 3.0 ანუ თამაშის თეორია“. სამომავლოდ, კრედო არაერთი საინტერესო სემინარის ორგანიზებას გეგმავს.

სტუდენტური სესხი „ფრიადი“, რომელიც სრულადაა მორგებული სტუდენტის ცხოვრების სტილსა და მის საჭიროებებს, ყოველ ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას მიიღოს სათანადო განათლება და შეიქმნას წარმატებული მომავალი. სესხით შესაძლებელია როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება.

სესხი გაიცემა ეროვნულ ვალუტაში (ლარში), შესაბამისად, ლარის გაცვლითი კურსის ცვალებადობა გავლენას არ ახდენს სტუდენტის საკრედიტო ვალდებულებაზე. სესხის მაქსიმალური ვადაა 8 წელი, აქედან მაქსიმალური საშეღავათო პერიოდი 54 თვეა. სტუდენტი სწავლის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ იწყებს სესხის გადახდას მაშინ, როცა უკვე თავადაც დასაქმებულია და აქვს საკუთარი შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი 12%-ია წელიწადში.

კრედოს, როგორც სოციალური მისიის მქონე ორგანიზაციას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხების მხარდაჭერასა და ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდაში. განათლების ხელმისაწვდომობა კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

2015 წლიდან, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, კრედოს მხარდაჭერით, დაუფინანსდათ სწავლის გადასახადი ან დაენიშნათ ყოველთვიური სტიპენდია, თუმცა კრედოს მიზანია, განათლება ხელმისაწვდომი გახადოს ყველა სტუდენტისთვის, ვისაც სურს სწავლა და ამავდროულად საჭიროებს ფინანსურ მხარდაჭერას.

კრედო ლიდერი საფინანსო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფს როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს. კომპანიის მფლობელები არიან: AccessHolding – გერმანული გლობალური მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ქსელი და სოციალური გავლენის ინვესტორები responsAbility Investment AG და Triodos Investment BV. კრედო მიკროსაფინანსო ბაზრის ლიდერია და 62 ფილიალით ემსახურება 210,000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით.

სტუდენტური სესხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ კრედოს სატელეფონო ცენტრს: (032) 2 42 42 42 ან ეწვიეთ ვებგვერდს www.credo.ge.

(R)