სამომხმარებლო ტარიფი თბილისში უცვლელი რჩება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
კერძოდ, „თელასის“ მიერ წარმოდგენილ დადგენილების პროექტში ცვლილებები არ შეეხება საყოფაცხოვრებო ტარიფში ფასის მატებას. ცვლილებები შეეხება მხოლოდ კომერციულ სექტორს, კერძოდ, 0,035 თეთრით მოიმატებს კომერციულ სექტორში საშუალო ძაბვაზე ელექტროენერგიის ფასი, ხოლო მაღალ ძაბვაზე 0,446 თეთრით გაიზრდება. რაც შეეხება კომერციულ სექტორში დაბალ ძაბვას, აქ ცვლილებები არ შედის.