ბოლო ათი წლის მონაცემებით, რომელიც 2016 წლის სამი კვარტლის დაუზუსტებელ მონაცემებსაც მოიცავს, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით 13 მილიარდ 834 მილიონი დოლარი შემოვიდა.საქსტატის მონაცემების მიხედვით საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი პირადაპირი უცხოური ინვესტიცია 2007 წელს განხორციელდა და 2 მილიარდ 14 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აღინიშნა 2009 წელს - 658 მილიონი დოლარი.
ქვეყნების მიხედვით საქართველოში ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ბოლო ათი წლის განმავლობაში, 2015 წელს აზერბაიჯანმა განახორციელა. ინვესტიციის მოცულობამ 549 575 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინვესტიციებს, აქ ლიდერი გაერთიანებული სამეფოა, რომელმაც 386 013 მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოში 2015 წელს განახორციელა.
ქვეყნების მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში ერაყიდან 2006 წელს შემოვიდა და მისმა ოდენობამ 1.3 ათასი დოლარი შეადგინა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ინვესტიცია ბულგარეთმა 2008 წელს განახორციელა. ინვესტიციის ოდენობა 12,7 ათასი დოლარი იყო. რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, აქედან ყველაზე ცოტა 23 ათასი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უზბეკეთიდან 2010 წელს შემოვიდა.
რაც შეეხება ოფშორული ზონის ქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი წევრი პანამაა, აქედან საქართველოში ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ბოლო ათი წლის მანძილზე 2009 წელს განხორციელდა და 74 742,2 მილიონი დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა ლიდერია. გამომდინარე იქიდან რომ საქსტატს 2006 წლის ამ კატეგორიის მონაცემები არ აქვს, ბოლო 9 წლის მანძილზე ყველაზე დიდი ინვესტიცია 584 648,7 მილიონი დოლარი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში 2015 წელს განხორციელდა, რაც შეეხება ყველაზე დაბალ მაჩვენებლს, 289,1 ათასი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2009 წელს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სექტორში დაფიქსირდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები რეგიონების მიხედვით საქასტატს მხოლოდ 2009-დან აქვს. შესაბამისად ბოლო 7 წლის მანძილზე ყველაზე დიდი 1 326 936,6 მილიონი დოლარის ინვესტიცია თბილისში 2014 წელს განხორციელდა. ყველაზე დაბალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 352,4 ათასი დოლარის ოდენობით კი კახეთში 2011 წელს დაფიქსირდა.