”მცხეთის წყლის” კომერციული აბონენტებისთვის წყალმომარაგების ტარიფი 1,014 ლარით შემცირდა.აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. კერძოდ, სემეკმა განსაზღვრა 2017 წლის ”მცხეთის წყლის” მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი. გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი იგივე დარჩა და არ შეიცვალა - კერძოდ, კვლავ იქნება 0,173 ლარი კუბურ მეტრზე. 0.003 ლარით შეიცვალა ტარიფი გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და ნაცვლად 2,033 ლარისა სულზე, თვეში გახდა 2,036 ლარი.
რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ზღვრულ ტარიფს, აქ ტარიფმა დაიწია და ნაცვლად 3,729 ლარისა კუბურ მეტრზე, შეადგინა 2,713 ლარი.
ტარიფი დაანგარიშებულია დღგ-ს გარეშე.