სავალუტო ჯიხურებში მომხმარებლებს ისევ ატყუებენ

სოციალური ქსელის მომხმარებელი ირაკლი უშვერიძე  ვალუტის გადამცვლელი პუნქტში მომხდარ ინციდენტის შესახებ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გამარჯობათ მეგობრებო, დღეს მომივიდა ინციდენტი ვალუტის გადამცვლელ პუნკტში, რომელიც იმყოფება პუშკინის ქ. №6, 100$ ვახურდავებდი და მომცეს 25 ლარით ნაკლები, თურმე საკომისიო ყოფილა 9%, ყურადღება არ მივაქციე, მიჩვეული ვარ რომ ფულს ყოველთვის ვახურდავებ იმ კურსით რომელიც გარედან წერია და საკომისიო პირველად მესმის. მოლარეს ვთხოვე რომ ფული უკან დამიბრუნოს, რაზეც მიპასუხა რომ არ დაგიბრუნებ, თუ გინდა პოლიციას დაურეკე ან მიჩივლე ფულს არ დაიბრუნებო. დაახლოებით ნახევარი საათით გავედი მაგ ადგილიდან, როცა დავბრუნდი დამხვდა 2 პოლიციის მანქანა და დაზარალებული ქალბატონი, რომელიც ჩემნაირად მოატყუეს 80 ლარად, პოლიციამ მხრები ათამაშეს და წავიდნენ, თქვეს რომ ყველაფერი კანონიერია. ჩვენ გადავწვიტეთ ვიდგეთ მანდ და უბრალოდ ხალხი გავაფრთხილოთ, 4 საათის განმავლობაში 15-20 ადამიანი აპირებდა დახურდავებას, მაგრამ გაფრთხილების შემდეგ რათქმაუნდა ყველამ გადაიფიქრა.

ხვალ ვაპირებთ 12:00 საათიდან - 21:00 საათამდე მანდ ვიქნებით, და შევეცდებით რომ არცერთი ადამიანი არ მოტყუვდეს. თუ გცალია შემოგვიერთდი რომ შევანაცვლოთ ერთმანეთი.

ბოდიში თუ შეცდომებით წერია)" - წერს უშვერიძე.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანების თანახმად,  ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ვალუტის გადამცვლელი

პუნქტის მომსახურების მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის

კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის

შესახებ.

"ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების

საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო

ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის თითოეულ

მაჩვენებელთან) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი შრიფტის ზომის

ინფორმაციის განთავსება", - ნათქვამია ბრძანებაში.