ბათუმში ფსიქიატრიული საავადმყოფოს გაყიდვასთან დაკავშირებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრმა რამაზ ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.მინისტრის განმარტებით, მთავარი პირობა ის არის, რომ შენარჩუნდება იგივე პროფილის საავადმყოფო და რეგიონში დამატებით ინვესტიცია განხორციელდება.
„ეს არის ელექტრონული გამჭვირვალე აუქციონი, შეუძლია ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს მოსახლეობა შეცდომაში შეყავთ. აქ მთავარი პირობა ის არის, რომ გაყიდვის შემთხევევაში იგივე პროფილის საავადმყოფო იქნება და შესაბამისად, განხორციელდება ინვესტიცია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრმა რამაზ ბოლქვაძემ.