2016 წლის ყველაზე კარგი და ცუდი რეკლამა (ვიდეო)

ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა 2016 წლის ყველაზე კარგი და ცუდი რეკლამები დაასახელა.

გასული წლის ყველაზე კარგ ვიდეორეკლამად გამოცემამ კომპანია „პეპსიკოს“ მიერ წარმოებული არალკოჰოლური გაზიანი სასმელის Mountain Dew Kickstart-ის რეკლამა დაასახელა.

რეკლამა სპეციალურად Super Bowel-ისთვის გადაიღეს. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, რეკლამას საკმაოდ დიდი და დადებითი რეზონანსი მოჰყვა სოციალურ ქსელებში. YouTube-ზე კი 28 მილიონი ნახვა ჰქონდა. კომპანია „პეპსიკოს“ განცხადებით, რეკლამის გაშვებიდან ერთი თვის განმავლობაში Mountain Dew Kickstart-ის გაყიდვები 50%-ით გაიზარდა.

2016 წლის ყველაზე ცუდი რეკლამის წოდება კი The Wall Street Journal-მა ამერიკული ბანკის Wells Fargo-ს რეკლამას არგუნა. ბეჭდური მედიისთვის დამზადებული რეკლამა ბანკის პროგრამაზე იყო, სადაც ის მშობლებს თავიანთი შვილების განთლებისთვის ფინანსურ დაგეგმვას სთავაზობდა. რეკლამა სხვადასხვა სახით გავიდა ბეჭდურ მედიაში. ერთ-ერთ მათგანზე გადაღებული იყო მოზარდი გოგონა, რომლის ფოტოზეც იყო წარწერა - გუშინ ბალერინა, დღეს ინჟინერი. მეორე ფოტოზე კი ასევე გოგონა იყო გამოსახური, რეკლამის სლოგანი კი ასეთი იყო - გუშინ მწერალი, დღეს ვეტერინარი.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ამ რეკლამამ საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლების. საბოლოოდ Wells Fargo-ს რამდენჯერმე მოუხდა რეკლამის შეცვლა და მობოდიშება.