2017 წლიდან ”მეღვინეობა ხარება” ყურძნის წიპწის ზეთს საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე „მეღვინეობა ხარებას“ მიერ დამზადებული წიპწის ზეთი ჩინეთში გავა, მოგვიანებით კი გერმანიაში.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, წიპწის ზეთის მიმართ დაინტერესება ძალიან დიდია.
”პროდუქციას ჩინეთსა და გერმანიაში მომავალი წლიდან, დიდი რაოდენობით, პერმანენტულად გავიტანთ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთ ძირითადად სუპერმარკეტებში გაიყიდება. წიპწის ზეთის მიმართ ძალიან დიდი დაინტერესებაა ბალტიის ქვეყნებიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან და ლატვიიდან. წიპწის ზეთის ექსპორტზე გატანას ამ ქვეყნებშიც ვფიქრობთ”, - განაცხადა ”მეღვინეობა ხარებას” წარმომადგენელმა.
ყურძნის წიპწის ზეთი როგორც მედიცინაში, ასევე კოსმეტიკასა და საკვები პროდუქტების მომზადებაში გამოიყენება.
თათია ახვლედიანი