სერბეთი აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების პროცედურას დაიწყებს. ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის" ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ სერბეთის პირველი ვიცე-პრემიერის და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
ასევე შეთანხმებულია, რომ სავიზო რეჟიმის პოლიტიკის შემსუბუქება ბევრი ქვეყნისთვის გაგრძელდება, რათა გაუმჯობესდეს პოლიტიკური ურთიერთობები, მოხდეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია.