ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები - Palitratv.ge სპეცპროექტით 2016 წელს აჯამებს

საინფორმაციო ვიდეო-პორტალი Palitratv.ge 2016 წლის მთავარ მოვლენებს აჯამებს და მაყურებლებს სპეცპროექტს - ”გადაახვიე 2016” სთავაზობს.

როგორც Palitratv.ge-ს მთავარმა რედაქტორმა, გიორგი გიორგაშვილმა განაცხადა, რედაქციამ გადაწყვიტა, რომ 2016 წლის ამბები ახალი ვიზუალური ფორმით მოეთხრო მაყურებლისთვის.

"გადაახვიე 2016" Palitratv.ge-ს სპეცპროექტია, რომელიც 8 საინტერესო, ერთმანეთისგან თემატურად განსხვავებული ნაწილისგან შედგება. მთავარი კი, რაც მას განსაკუთრებულს ხდის ის არის, რომ წელს Palitratv.ge-ს მაყურებელს მთავარ ამბებს საქართველოში ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ინტერნეტგამოცემების რედაქტორები და ჟურნალისტები უყვებიან. ამასთან, სპეცპროექტი ბევრი განსხვავებული ვიზუალური ელემენტისგან შედგება. მაყურებელი ინფორმაციას ვიდეომასალასთან ერთად ინტერაქტიული გრაფიკის საშუალებითაც ნახავს", - განაცხადა გიორგაშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე