33 895 გადამხდელს 1 403 693 374.9 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.06.2016 -22.12.2016) დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, გადასახადის 33 784 გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 403 693 374.9 ლარი. მათ შორის: ა) ნაწილით - 33 413 გადამხდელს 1 401 213 856.7 ლარი, ბ) ნაწილით - 471 გადამხდელს 2 473 442.8 ლარი, გ) ნაწილით - 11 გადამხდელს 6 075.4 ლარი.
„აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი - 2016 წლის 1 ივნისი). ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა: ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი; ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.
გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ნაწილი დარჩა უცვლელი).
(შენიშვნა: ამ ცვლილებადე, მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით, 02.06.2016 წლამდე, საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა გადასახადის 18 941 გადამხდელს ჯამში 1,104,279,889.73 ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) ნაწილით - 10 952 გადამხდელს 1,094,153,961,31 ლარი, ბ) ნაწილით - 918 გადამხდელს 5,124,844.92 ლარი, გ) ნაწილით - 7 071 გადამხდელს 5,001,083.50 ლარი.)”, - ნათქვამია ინფორმაციაში.