ეროვნული ბანკი საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -20.0 მლრდ აშშ დოლარი (-46.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -141.9 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 487.3 მლნ აშშ დოლარით გაღრმავდა.
სებ-ის ცნობით, 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 7.8 მლრდ აშშ დოლარია (18.1 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 238.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 27.8 მლრდ აშშ დოლარი (64.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 725.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება.