სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 100 პროცენტით შესრულდა.ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, ასევე შესრულდა ხარჯვითი ნაწილიც და შესრულების მაჩვენებელი, 30 დეკემბერის მონაცემებით, 99,8%-ს შეადგენს. გადაჭარბებით შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები. ამასთან, გადაჭარბებამ დეკემბერში გაზრდილ გეგმასთან შეადგინა 46 მლნ ლარი, ხოლო 2016 წლის თავდაპირველ გეგმასთან - 101 მლნ ლარი.