ხშირად, საოჯახო ტექნიკა იმის გამო გვიფუჭდება, რომ ინსტრუქციას და უსაფრთხოების წესებს ბოლომდე არ ვიცავთ. გვეზარება და არ ვუფრთხილდებით ტექნიკას ისე, როგორც საჭიროა. გვთავაზობთTOP შეცდომებს, რომლებიც მომხმარებლებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან:
სარეცხი მანქანა
• ხშირად სარეცხ მანქანაზე დევს საკმაოდ მძიმე ნივთები, ეს შეცდომაა. სასურველია ზედაპირზე საერთოდ არფერი არ იყოს მოთავსებული. ასევე არ შეიძლება მანქანაზე დადგომა :)• გარეცხვის წინ აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ჯიბეებში არ იყოს დარჩენილი მცირე ნივთები: ხურდა, კამფეტი, ან საღეჭი რეზინი.
• არ ჩაყაროთ მანქანაში არანაირი ნივთიერება გარდა სპევიალური სარეცხი ფხვნილისა ან თეთრეულის კონდიციონერის. ხელით რეცხვისთვის განკუთვნილი სარეცხი ფხვნილი ძალიან ქაფდება და შეიძლება დააზიანოს მანქანა.
• აუცილებლად გააშრეთ რეზინის დეტალები მანქანაში. გამოიღეთ და გარეცხეთ განყოფილება ფხვნილისთვის. თუ ამას არ გააკეთებთ, მანქანის დეტალებზე შეიძლება გაჩნდეს ობი.
• გამოიღეთ სარეცხი მანქანიდან რეცხვის დამთავრებისთანავე. თუ მძიმე და სველი სარეცხი დიდხანს იქნება შეგნით, ბორბალი შეიძლება დაზიანდეს.
• თუ მანქანას არ გააჩნია თვითგაწმენდის რეჟიმი, პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც ჩართეთ ცარიელი მანქანა, ხოლო ფხვნილის განყოფილებაში ჩაამატეთ ლიმნის წვენი, ძმარი ან ნადების მოსაცილებელი ხსნარი.
მაცივარი
• თუ თქვენ ჩართეთ მაცივარი ყიდვისთანავე, ეს შეცდომაა. ამ შემთხვევაში ზეთი შეიძლება აღმოჩნდეს კომპრესორში და მაცივარი გაფუჭდება. დაელოდეთ 4-6 საათი და მხოლოდ შემდეგ ჩართეთ მოწყობილობა ქსელში.
• არ შეიძლება ცხელი კერძების შენახვა მაცივარში. დააცადეთ სანამ გაცივდება და შემდეგ უკვე მოათავსეთ სიცივეში.
• წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სასურველია მაცივრის სრული გათიშვა და გარეცხვა.
• არ დაგავიწყდეთ, ხანდახან გაწმინდეთ მაცივრის უკანა ნაწილი მტვრისგან, მტვერსასრუტის დახმარებით იმისთვის, რომ ძრავი არ დაიმტვეროს.
• ყოველ მაცივარს აქვს თავისი ბაქტერიული გარემო, თუ მაცივარში შეინახავთ პროდუქტს გახსნილ მდგომარეობაში ის უფრო სწრაფად გახმება და გაფუჭდება. ეს განსაკუთრებით ეხება მაცივრებს no frost სისტემით. ხოლო საჭმლის სუნს, შეიწოვს თვით მაცივარი, შემდგომ რთული იქნება მისი განიავება.
მიკროტალღური ღუმელი
• არ შეიძლება მიკროტალღურში 50 გრ-ზე ნაკლები საკვების გაცხელება. თუ პორცია პატარაა, დადგით გვერდზე ჭიქა წყლით. მაშინ ის მიიღებს თავის თავზე ტალღების ნაწილს.
• ასევე სიმძიმის გადაჭარბებაც აზიანებს მიკროტალღურს. მაქსიმალურად დაშვებული წონა აუცილელბად მითითებულია ინსტრუქციაში.
• მძიმე ნივთების დადება მიკროტალღურ ღუმელზე არასასურველია. მით უმეტეს, თუ სიმძიმე დადგმულია სავენტილაციო განყოფილებაზე.
• არ ჩართოთ ცარიელი ღუმელი. ტალღების დამაგენერირებელი მოწყობილობა - მაგნეტრონი ადვილად გაფუჭდება. მიკროტალღური ღუმელისთვის შეუსაბამო ჭურჭელის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი. (პლასტმასი, ფოლგა)
• რჩევა: არ გააცხელოთ ზედმეტად პროდუქტი.
• დროულად გაწმინდეთ მიკროტალღურის კედლები საჭმლის ნარჩენებისგან სპეციალური რბილი საშუალებებით.
ტოსტერი
• ტოსტერი არ მეგობრობს წყალთან. შეეცადეთ არ შეეხოთ სველი ხელებით. ასევე, სასურველია, მის გვერდით არ იყოს ადვილად აალებადი საგნები, მაგალითად, ფარდები.• ტოსტერში შეიძლება მხოლოდ მშრალი პურის ან სხვა ცომისგან დამზადებული პროდუქტის მოთავსება. კრემის, გლაზურის ჯემის გარეშე.
• თუ პერიოდულად არ გაწმინდავთ ტოსტერს პურის ნამცეცებისაგან, ის საკმაოდ მალე გაფუჭდება. გაწმენდის დროს აუცილებლად გამოაერთეთ ტოსტერი ქსელიდან.
ბლენდერი
• ბლენდერში ცხელი, ახალი მოხარშული პროდუქტების ჩადება არ შეიძლება. მინიმუმ, 70-80°C უნდა გაცივდეს.
• როგორც ტოსტერში, შეეცდეთ, რომ ბლენდერის ძრავაში არ მოხვდეს წყალი.
• ბლენდერის ძრავა ადვილად ცხელდება. დიდი ხნით მისი ჩართვა არასასურველია. მუშაობის მაქსიმალური დრო მითითებულია ინსტრუქციაში.
• მხოლოდ მშრალი ინგრედიენტების, მაგალითად ორცხობილების დამუშავება არასასურველია.
წყარო shin.ge