პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში, შვედური კომპანია Volvo-ს ავტომობილმა საკუთარ სამშობლოში - შვედეთში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის წოდება დათმო.
სტატისტიკური მონაცემებით, მან ეს ტიტული გერმანული Volkswagen Golf-ის სასარგებლოდ დათმო. "ფოლქსვაგენ გოლფის" წილმა შვედეთის საავტომობილო ბაზარზე 5,9% შეადგინა, მაშინ როცა "ვოლვოს" სამი სხვადასხვა მოდელის გაყიდვებმა - 5,7%. ბოლოს მსგავსი რამ 1962 წელს მოხდა, როდესაც "ვოლვომ" შვედეთში გაყიდვებით პირველი ადგილი დაუთმო Volkswagen Beetle-ს.
მიუხედავად იმისა, რომ "ვოლვოს" მფლობელი ჩინური კომპანია Zhejiang Geely Holding Group-ია, ის დღემდე ითვლება ლეგენდარულ შვედურ ბრენდად. დღეის მდგომარეობით, შვედეთში ყოველი მეხუთე ავტომობილი "ვოლვოა" და ამ მარკის ავტომობილების წილი ქვეყნის მასშტაბით 21,5%-ია, ხოლო "ფოლქსვაგენის" - 15,7%.
შვედეთის საავტომობილო ასოციაციის ინფორმაციით, 2016 წელი გაყიდვების მხრივ შვედეთისთვის რეკორდული იყო და 2015 წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა.
კოკა კვირკველია