რუსთაველის გამზირზე, (N28-ში) ოპერის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობის ბოლო სართული 2 660 000 ლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ქონება, რომელიც 1025.34 კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავს, ელექტრონულ აუქციონზე გასხვისდა.