2016 წელს ავიაგადამზიდავების მომსახურებით 3.7 მილიარდმა მგზავრმა ისარგებლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ინფორმაციას ამის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IKAO) ავრცელებს.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს მსოფლიოს ყველა ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა, 2015 წელთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა. ფრენების საერთო რაოდენობა კი 6.3%-ით გაიზარდა და ჯამში 35 მილიონი შეადგინა.
ავიაგადაზიდვების უმსხვილესი ბაზარი 2016 წელს ევროპა გახდა - 36%, შემდეგ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი (29%), ახლო აღმოსავლეთი (15%), ჩრდილოეთ ამერიკა (13%), ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები (4%) და აფრიკა (3%).
2016 წლის შედეგებით, ავიაკომპანიების ოპერაციული მოგება 60 მილიარდი აშშ დოლარია.