ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე გაიყიდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული ვებ-გვერდი Sportall.ge ავრცელებს. აუქციონის საწყისი ფასი 700 000 ლარია. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, „ტორპედოს“ აუქციონის საწყისი ფასი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დადო.
„მერიამ მცირე ხნის წინ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ხელშეკრულება გააფორმა "ტორპედოს" შესაფასებლად. ექსპერტიზამ "ტორპედო" 700 000 ლარად შეაფასა და სწორედ ეს იქნება აუქციონზე საწყისი ფასი“, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
გავრცელებული ინფორმაციით, „ტორპედოს“ შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს, რომელიც ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავს და მზადაა კლუბი წლიურად 500 000 ლარით დააფინანსოს.