ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6692 ლარი გახდა

4 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6692 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6478 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.14 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 5 იანვრიდან შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4 იანვრისთვის 2.7858 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.05 თეთრი შეადგინა.

ევროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირაც, რომელიც 4 იანვრისთვის 0.7455 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7378 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.0077 თეთრი შეადგინა.

ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 4 იანვრისთვის 3.2738 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2549 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.0189 თეთრი შეადგინა.