ნავთობისა და გაზის კორპორაცია ExxonMobil-ის ყოფილი ხელმძღვანელი რექს ტილერსონი, რომელიც აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა, კორპორაციისგან 180 მილიონ დოლარს მიიღებს.
სანაცვლოდ ტილერსონმა ყველანაირი ფინანსური კავშირები უნდა გაწყვიტოს კომპანიასთან, სადაც 40 წლის განმავლობაში მუშაობდა.
რექს ტილერსონს ასევე მოუწევს "ექსონმობილში" საკუთარი აქციების გაყიდვა. ამ დროისთვის მის მფლობელობაში 600 ათასი აქციაა, რომელთა ფასიც 54 მილიონ დოლარს აღწევს. ფონდი, რომელსაც აქციებს გადასცემენ, ვერ შეძლებს ინვესტირებას ExxonMobil-ში და ტილერსონს მის კუთვნილ ფულს 10 წლის განმავლობაში გადაუხდის.
აღნიშნული ქმედებების შედეგად ტილერსონი 7 მილიონი დოლარით ნაკლებს მიიღებს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე არ იქნებოდა წარდგენილი.
რექს ტილერსონმა ExxonMobil-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა 2016 წლის 31 დეკემბერს დატოვა.
ასევე იხილეთ: ვინ არის მილიონერი და პუტინის მეგობარი რექს ტილერსონი, რომელიც ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა