ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუდაურსა და ბაკურიანში ფოტოების გადასაღებად სპეციალური ჩარჩოები დაამონტაჟა.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუწყება, სასურათე ჩარჩო, სოციალური ქსელების საშუალებით, კურორტების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
გუდაურში ჩარჩო გონდოლის ზედა სადგურთან, ზღვის დონიდან 2 750 მეტრზე მდებარეობს, ბაკურიანში კი 2 702 მეტრზე.
გუდაურში ახლად დამონტაჟებულ ჩარჩოსთან სამახსოვრო ფოტოები ტურისტებთან ერთად გადაიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. ადმინისტრაცია მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 2017 წელსაც გააგრძელებს.