მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟება სამჯერ გაძვირდა. როგორც ავტოდილერები აცხადებენ, აქციზის ზრდის გამო მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე მოთხოვნა შეწყდა. იმპორტიორი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იაპონიის ბაზრის ჩანაცვლება დიდ დროს მოითხოვს და ბიზნესს ახალ რელსებზე გადაწყობა გაუჭირდება. როგორც "ჯიმექსის" დირექტორი აღნიშნავს, კომპანიები ყველაზე მეტად კანონპროექტის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ დააზარალა.
იხილეთ ვიდეო palitranews.ge