„გაზპრომის“ წარმომადგენლებთან ორჯერ შედგა შეხვედრა, თუმცა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გაიმართება მომავალი შეხვედრა, თუმცა თარიღი ცნობილი არ არის.
„ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ თუნდაც იმ შემოთავაზებაზე, რასაც ისინი გვეუბნებიან, რაც ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს, ამ შემთხვევაში, საქართველომ უნდა მიიღოს იგივე სარგებელი, რაც ნედლეულის სახით მიღებული ბუნებრივი აირისაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.