6 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7674 ლარი შეადგინა.კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7303 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.71 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 იანვრიდან შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 6 იანვრისთვის 2.9334 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8649 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.85 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირაც, რომელიც 6 იანვრისთვის 0.7661 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7455 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.0206 თეთრი შეადგინა.
ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 6 იანვრისთვის 3.4274 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.3574 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.0836 თეთრი შეადგინა.