ონლაინ სესხების რამდენიმე კომპანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციად დარეგისტრირდა

მთავრობის მიერ ონლაინ სესხების კომპანიების რეგულირების დაანონსების შემდეგ ონლაინ სესხების რამდენიმე კომპანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდა.

როგორც ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი, კომპანიები მიკროსაფინანსოებად გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან გადაკეთდა.

ამ დროისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსი აქვთ, „მონლაინს“, ყოფილ ონლაინ სასესხო კომპანიას, რომელიც 2016 წლის 9 დეკემბერს მიკროსაფინანსოდ გადაკეთდა; „ესპრესო“, რომელსაც 12 დეკემბერს მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი; 14 დეკემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდა „ისთ ვესთ კაპიტალი“ (cash 24) და „სისი ლოუნი“; 20 დეკემბრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვს „ემ ბი ეს“ (მასესხე) მიემატა; 2016 წლის 26 დეკემბრიდან მიკროსაფინანსოთა ჩამონათვალში არის ასევე „ინფინიტი“ (მინიკრედიტი); 28 დეკემბრიდან კი „მოზო“.

საქართველოში ჯამში 80 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.