სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გიოქჩენის აეროპორტებში ქარბუქის გამო 395 რეისი გაუქმდა, - იუწყება თურქული გამოცემა Daily Sabah.
აეროპორტების სპეციალური სამსახურები უკვე შეუდგნენ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის და გზების გაწმენდვის სამუშაოებს და გააგრძელებენ ამ სამუშაოებს, რათა თავიდან აირიდონ შემდგომში ფრენების გაუქმება ან გადადება.
საბიჰა გიოქჩენის აეროპორტის განცხადებით, შაბათ-კვირისთვის დაგეგმილი ფრენების 15% გაუქმდა.