სტამბოლში ქარბუქის გამო დღეს, ათათურქის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისები ვერ შესრულდება.
როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი იუწყება, ათათურქის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით რეისი 16.45 საათზე უნდა შესრულებულიყო, ხოლო ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით - 17.55 საათზე, თუმცა უამინდობის გამო ორივე ავიარეისი გაუქმდა.
როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ხვალ იგივე საათებში დაგეგმილი ავიარეისების გაუქმების ბრძანება ჯერ არ გაცემულა და სავარაუდოდ, შესრულდება.
თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ინფორმაციით, ქარბუქის გამო სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გიოქჩენის აეროპორტებში 395 რეისი გაუქმდა.