300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სოფელ ოჟიოს გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 4 კილომეტრამდე დახურული საირიგაციო ქსელი.
სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და შპს ”საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 480 000 ლარს შეადგენს, თებერვალში დასრულდება, შედეგად კი მუნიციპალიტეტის 2 სოფლის - ოჟიოს და ხორხელის მოსახლეობა აღდგენილი საირიგაციო მომსახურებით ისარგებლებს.