9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7550 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7674 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.24 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 10 იანვრიდან შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 9 იანვრისთვის 2.8969 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9334 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.65 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირაც, რომელიც 9 იანვრისთვის 0.7379 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7661 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.0282 თეთრი შეადგინა.
ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 9 იანვრისთვის 3.3473 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.4274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.0801 თეთრი შეადგინა.