თბილისიდან თურქეთის მიმართულებით დღეს დილით ერთი რეისი გაუქმდა, ხოლო 4 - შესრულდა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იუწყებიან, კიდევ ერთი რეისი, რომელიც ახლა უნდა შესრულდეს თურქეთიდან თბილისის მიმართულებით, გამოფრენას აგვიანებს.
სტამბოლის აეროპორტებში ფრენებთან დაკავშირებული პრობლემები უამინდობის გამო შეიქმნა.