ბრიტანული გამოცემა Telegraph მკითხველს ევროპის 21 ქალაქში, მათ შორის თბილისში მოგზაურობას ურჩევს.
“21 ევროპული ქალაქი, სადაც მოგზაურობაზე არასოდეს გიფიქრიათ, მაგრამ ამ ქალაქების მონახულება აშკარად ღირს“, - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა სტატიას ევროპულ ქალაქებზე. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სიის სათავეში იტალიური ქალაქი ბერგამოა, თბილისი კი მე-4 პოზიციას იკავებს.
საქართველოს დედაქალაქის შესახებ შთაბეჭდილებებს მკითხველს ჟურნალისტი კლარა ალფრი აცნობს, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა: ”თბილისი ეს არის ქალაქი, სადაც თანამედროვე შენობები და ძველი ტრადიციული აივნიანი სახლები ერთმანეთთან კარგად არის შეხამებული. საქართველოს დედაქალაქს ემატება ახალი სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები“, - ნათქვამია "ტელეგრაფის" სტატიაში.