სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით წუხელ 3 რეისი გაუქმდა, ხოლო ერთი შესრულდა , - ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იუწყება.
მათი თქმით, გაუქმებული 3 რეისიდან 2 ფრენა საბიჰა გიოქჩენის აეროპორტიდან, ხოლო ერთი - ათათურქის აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო.
რესიების გაუქმების მიზეზი სტამბოლში უამინდობის გამო შექმნილი პრობლემებია.