თელავის მერია 400 000 ლარს ნაგავმზიდების შესაძენად ისესხებს. ამის შესახებ დღეს, თელავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი.
თელავის მერია მუნიციპალური განვითარების ფონდისგან თანხას ნაგავმზიდებისა და ნაგვის კონტეინერების შესაძენად 13 წლის ვადით და სამწლიანი საშეღავათო პერიოდით ისესხებს.
თელავის ვიცე მერის თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, დაბალი საპროცენტო განაკვეთი და ავტომობილების დაბალი საბაზრო ფასი გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.
"ჩვენ სესხს ვიღებთ ”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან”, პირობები ხელსაყრელია, ჩვენ შეგვიძლია დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად შევიძინოთ აღნიშნული ტექნიკა, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს კიდევ უფრო სუფთა, ვიდრე დღეს არის", - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” თენგიზ მთვარელიშვილმა.