აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი რექს ტილერსონი რუსული ინტერნეტ-კომპანია Yandex-ის აქციებს ფლობს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი, ExxonMobil-ის ყოფილი ხელმძღვანელი რექს ტილერსონი რუსული ინტერნეტ-კომპანია Yandex-ის აქციებს ფლობს.

გამოცემა McClatchy-ის ცნობით, ტილერსონის მფლობელობაში "იანდექსის" 15 ათას დოლარამდე ღირებულების მცირე პაკეტია, რომელსაც ტილერსონი უახლოეს პერიოდში გაყიდის.

ამერიკელი მილიონერის მფლობელობაშია ასევე ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე ჩინური კომპანიების აქციები, ხოლო მისი შემოსავლის წყაროების ზოგადი რაოდენობა ფასიანი ქაღალდების სახით დაახლოებით 300 პოზიციას შეადგენს.

რექს ტილერსონის განცხადებით, პირობას დებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნად მისი არჩევის შემთხვევაში, 90 დღის განმავლობაში საკუთარი კაპიტალის 156 კომპანიიდან, მათ შორის Apple-სა და Yandex-იდან, გავა. 

რამდენიმე კვირის წინ რექს ტილერსონი ნავთობკომპანია ExxonMobil-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა.