კომერციული ბანკების წმინდა მოგება 25.1%-ით გაიზარდა

2016 წლის იანვარი-ნოემბრის მდგომარეობით, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა მოგება 25.1%-ით (114 მლნ ლარი) გაიზარდა და 567 მილიონი ლარი შეადგენა - ამის შესახებ ინფორმაციას Policy and Management Consulting Group (PMCG) საქართველოს ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით ავრცელებს.

PMCG-ს მონაცემებით, 2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 ბანკითაა წარმოდგენილი. “თი ბი სი ბანკი”-სა და ბანკი ”რესპუბლიკას” გაერთიანების შემდეგ, საბანკო სისტემის მთლიანი აქტივების 68% ორ უმსხვილეს ბანკზე, “თი ბი სი ბანკი” (35%) და “საქართველოს ბანკი” (33%) მოდის. უმსხვილეს ბანკებში ასევე ”ლიბერთი ბანკი” 6%-იანი წილით და “ვი თი ბი ბანკი” 5%-ით შედიან.

PMCG -ის მონაცემებით, გაზრდილია როგორც დეპოზიტების (9.4%), ასევე ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა (7.9%) (კორექტირებული გაცვილითი კურსის გათვალისწინებით). ასევე, გაზრდილია მშენებლობის (2.8 პროცენტული პუქტით), ფინანსური შუამავლობისა (2.5 პროცენტული პუნქტსა) და სასტუმროებისა და რესტორნების (3.0%) წილი მთლიან სესხებში. უმოქმედო სესხების მოცულობა გაზრდილია 9.5%-ით, თუმცა აღნიშნული ზრდა მეტწილად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით არის გამოწვეული.