საელჩოს ან საკონსულოს პასუხი ვიზის შესახებ ბევრი ადამიანის ცხოვრებას ცვლის. უარის მიღება ხდება მაშინ, როცა დოკუმენტაცია არასრულია ან რაღაც არასწორად არის შევსებული. თუმცა ბევრისთვის გაუგებარი რჩება, თუ კონკრეტულად რატომ მიიღო უარი.
როგორ უნდა შეავსოთ შენგენის ზონის ვიზისთვის საჭირო დოკუმენტები, რომ პასპორტში სასურველი ჩანაწერი იხილოთ? გთავაზობთ ვიზაზე უარის თქმის 12 მთავარ მიზეზს.
1. წარსული ან მიმდინარე კრიმინალური აქტივობები
აპლიკანტის წარსული და მიმდინარე აქტივობები და საქმიანობა შენგენის ვიზის გაცემისას დიდ როლს ასრულებს. აპლიკანტმა შეიძლება უარი მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ საფრთხეს უქმნის პოლიციას, საერთაშორისო დაცვას ან შენგენის ტერიტორიას. უფრო კონკრეტულად ესაა ტერორიზმი, ნარკოტიკის მოხმარება, ბავშვთა მიმართ ძალადობა და სხვა სერიოზული კრიმინალური ქმედებები.
2. ყალბი სამოგზაურო დოკუმენტები
ყალბი საბუთების წარდგენა - ეს არის მიზეზი, რომლის გამოც შენგენის ვიზაზე უარის თქმა ხშირად ხდება ხოლმე. ყალბი დოკუმენტების წარდგენა კონსულს სრულ საფუძველს აძლევს, ვიზა არ გასცეს, რადგან ამის მიზანი ხშირად საკუთარი ვინაობის დამალვაა.
3. არასრულფასოვანი განმარტება, თუ რატომ სურს აპლიკანტს მითითებულ ქვეყანაში წასვლა და დარჩენა
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება შენგენის ვიზაზე აპლიკანტმა უარი მიიღოს არის ის, რომ მან საფუძვლიანად ვერ დაასაბუთა საკუთარი მოგზაურობისა და მითითებულ ქვეყანში დარჩენის მიზეზები. ეს მიზეზებია:
• საკუთარი ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი არასაკმარისი დოკუმენტები.
• შენგენის ტერიტორიაზე დარჩენის მიზნები არ არის დოკუმენტურად დადასტურებული.
• ვიზის ხანგრძლივობა არ არის დადასტურებული დოკუმენტურად ან საკმარისი შემოსავლები არ არის წარმოდგენილი.
4. დაზიანებული პასპორტი
ვიზაზე უარის თქმის მიზეზებს შორის შეიძლება აღმოჩნდეს დაზიანებული პასპორტი. მაგალითად, როცა პასპორტს გვერდები აკლია, დაჭმუჭნულია ან როცა ყდა არის დაზიანებული და სხვა მსგავსი პრობლემები.
5. პასპორტი არ არის ვალიდური
შენგენის ვიზაზე უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება პასპორტის არავალიდურობა იყოს. ეს კი შემდეგს გულისხმობს:
• წარმოდგენილია პასპორტი, რომელსაც შენგენის ტერიტორიიდან დაბრუნების შემდეგ სამ თვეში გასდის ვადა.
• პასპორტში არ არის წარმოდგენილი ორი ცარიელი გვერდი ვიზისთვის.
• პასპორტის ნაცვლად წარმოდგენილია ე.წ. სამოგზაურო ბუკლეტი, რომელსაც, ასევე, სახელმწიფო გასცემს, მაგრამ მას პასპორტის შეცვლა არ შეუძლია.
• წარმოდგენილი პასპორტი 10 წელზე უფრო ძველია.
6. მოგზაურობის მარშრუტი არ არის სათანადოდ დადასტურებული
დიდი ყურადღება ექცევა დოკუმენტებს, რომლებიც შენგენის ტერიტორიაზე მოგზაურობის მარშრუტს სათანადოდ ასაბუთებენ. ამ კუთხით, უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს:
• არასწორ საელჩოში საბუთების შეტანა.
• მოგზაურობის განმავლობაში არასაკმარისად ან არასწორად დაჯავშნილი სასტუმრო.
• თვითმფრინავის ბილეთი არ არის დაჯავშნილი.
• შენგენის ტერიტორიაზე დაგეგმილი შიდა ტურისთვის არ არის ბილეთები დაჯავშნილი.
7. არასწორი სარეკომენდაციო წერილი
უარის თქმის მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს სარეკომენდაციო წერილი, რომელიც რეალურად რეკომენდატორს არ ეკუთვნის. ამ მიზეზით უარის თქმა შეიძლება შემდეგი გარემოებების გამო მოხდეს:
• წერილს აკლია რეკომენდატორისა და მისი სამსახურის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია.
• წერილი წარდგენამდე სამი თვით ადრეა დაწერილი.
• წერილს არ აქვს რეკომენდატორის ხელმოწერა და ბეჭედი.
8. არასაფუძვლიანი საარსებო დოკუმენტები
შენგენის ტერირორიაზე დარჩენის ვადები და მისი ფინანსური მხარდაჭერა არასათანადოდ არის დასაბუთებული. მაგალითად:
• ფინანსური დოკუმენტები არ უნდა იყოს ერთ თვეზე ძველი.
• სადებეტო ბარათის ნაცვლად წარმოდგენილია საკრედიტო ბარათი.
• წარმოდგენილი ფინანსური რესურსი არ არის საკმარისი.
• მოგზაურის ჩეკზე აპლიკანტის სახელი არ არის მითითებული.
9. დაბადების ან ქორწინების არასწორი მოწმობა
დაბადების ან ქორწინების მოწმობა, რომელიც არ არის ავთენტური, ვიზაზე უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზია. ეს გულისხმობს, რომ:
• დოკუმენტები სათანადო ორგანოს მიერ არ არის გაცემული.
• დოკუმენტები ინგლისურ ენაზე არაავტორიზებული თარჯიმნის მიერაა თარგმნილი.
• ოფიციალური სამოქალაქო დოკუმენტები არასრულადაა წარმოდგენილი.
• დოკომენტები არ არის წარმოდგენილი შვილის ორივე მშობელზე.
• არ არსებობს დამატებითი ინფორმაცია პასპორტით წარმოდგენილი მშობლების შესახებ.
• მარტოხელა მშობლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი.
• ნაშვილები ბავშვის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი.
10. არავალიდური სამოგზაურო დაზღვევა
სადაზღვევო დოკუმენტების არასწორად წარმოდგენა შემდეგს გულისხმობს:
• სამოგზაურო დაზღვევაში არასათანადო თანხაა მითითებული.
• სამოგაზაურო დაზღვევა არ ფარავს აპლიკანტის სამშობლოში დაბრუნების ხარჯს.
• სადაზღვევო დოკუმენტი არავალიდურია შენგენის ტერიტორიაზე.
• დოკუმენტი არ ფარავს შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ყველა დღეს.
11. მოგზაურობის დროს საცხოვრებელი ადგილის შესახებ არასაკმარისად მიწოდებული ინფორმაცია
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შენგენის ვიზაზე შეიძლება უარი მიიღოთ, არის არასათანადო ინფორმაცია მოგზაურობის დროს საცხოვრებელი ადგილის შესახებ. დოკუმენტებში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, თუ სად აპირებს აპლიკანტი დარჩენას. აპლიკანტი უარს მიიღებს, თუ:
• არ არის წარმოდგენილი სასტუმროს ჯავშანი.
• არ არის წარმოდგენილი მასპინძლის მოწვევა და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოვრების ხარჯებს ის ფარავს.
• დოკუმენტები სათანადოდ არ არის წარმოდგენილი, თუ ტურის ხარჯები წინასწარაა დაფარული.
12. შენგენის ვიზის მიღებისთვის არასასურველ მდგომარეობაში ყოფნა
არასასურველი მდგომარეობა შემდეგს გულისხმობს:
• აპლიკანტს წარსულში შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის დროს გადაჭარბებული აქვს ქვეყანაში ყოფნის ნებართვის ლიმიტი.
• პასპორტში უკვე არსებობს შენგენის ტერიტორიის ვიზა.