ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
„აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 71 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.050 პროცენტით, მაქსიმალური 8.230 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.171 პროცენტით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 8.125 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.